ეკონომიკა
სოფელ ახაშენში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, შპს „როშე“ ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს. კომპანიამ გამგეობას უკვე მიმართა.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე საპრივატიზაციო ნუსხა დაამტკიცეს.

-„ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი პირობები. გათვალისწინებულია, რომ კომპანიამ ეტაპობრივად, დაახლოებით ორი წლის ვადაში უნდა განახორციელოს 2 მილიონი ლარის ინვესტიცია, უნდა დაასაქმოს მინიმუმ 15 ადამიანი. ქარხანა აშენდება სოფელ ახაშენში, ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობაში. გარკვეული პროცედურებია გასავლელი. საკრებულოდან პროექტი გადაეგზავნება გამგეობას. შემდეგ ელექტრონულ აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული გამოვლინდება, არ არის გამორიცხული სხვა კომპანიამაც მიიღოს მონაწილეობა.“-აღნიშნა საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიურმა.
| Print |
FaceBook Twitter Google