ეკონომიკა
მატყლის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი გავიდა
საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე - საბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი გავიდა.  შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.
„მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი, მატყლის შემდეგ, მეორეცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ევროკავშირისწევრ ქვეყანაში პირველად გავიდა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კეთილსაიმდეოობის აღიარებას,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე დემნა ხელაიამ.

ცნობისთვის, ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე (დიდ ბრიტანეთში) 2017 წლის იანვარში გავიდა. აგრეთვე, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და  ქართული თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე უკვე შესაძლებელია.


| Print |
FaceBook Twitter Google