ეკონომიკა
სახელმწიფო მიწები კოოპერატივებს 25-წლიანი იჯარით გადაეცემათ
საქართველოს მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამას იწყებს.
კანონპროექტის თანახმად, რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები კოოპერატივებს 25-წლიანი იჯარით გადაეცემათ.

პროექტი პრემიერის დავალებით სოფლის მეურნების სამინისტრომ მოამზადა. მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ 2 წლის განმავლობაში 24 მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივი მაინც შეიქმნება.

“კოოპერატივებში მინიმუმ 200 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაერთიანდება. საძოვრები კოოპერატივებს გადაეცემა 25 წლიანი იჯარით, 15 ლარად ჰექტარზე”- აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google