ეკონომიკა
რა იცვლება საჯარო სამსახურში პირველი იანვრიდან
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად პირველი იანვრიდან, საჯარო სამსახური დახურული კონკურსების სისტემაზე გადადის.
ცვლილება 2015 წლის 27 ოქტომბერს განხორციელდა, რომლის საფუძველზე მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მოხელეები ოთხ რანგად დაიყვნენ. ესენია:

1. მმართველობითი დონე- სამსახურის უფროსები;
2. განყოფილების უფროსები;
3. უფროსი სპეციალისტები;
4.უმცროსი სპეციალისტები;

კონკრტულად რა იცვლება პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურში, ამის შესახებ speqtri.ge-ს რეგიონის განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლოლაძე ესაუბრა.

-„საჯარო მოხელეს შეუძლია საფეხურების მიხედვით სხვადასხვა დონეზე გადაინაცვლოს. თუ განეკუთვნება მეოთხე რანგს, კონკურსის საფუძველზე გახდეს მესამე რანგის მოხელე და ა.შ. 31 დეკემბრამდე ძალაშია ღია კონკურსები. მაგალითად, თუ გამოჩნდება ვაკანტური პოზიცია, ცხადდება ღია კონკურსი და ვაკანსია დაიდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე- hr.gov.ge-ზე. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 1 იანვრიდან კი პირველი, მეორე და მესამე რანგის საჯარო მოხელეებისთვის კონკურსი მხოლოდ შიდა სისტემაში გამოცხადდება. მაგალითად, თუკი რომელიმე მერიაში გაჩნდა სამსახურის უფროსის ვაკანსია, საჯარო სამსახურის სისტემის შიგნით გამოცხადდება კონკურსი. თუ მაგალითად ჩოხატაურშია ვაკანსია, შეუძლია თბილისიდან წავიდეს საჯარო მოხელე და კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.“

როგორც ჩვენთან საუბარში ნინო ლოლაძემ აღნიშნა, თუკი მოქალაქეს არ აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, პირველი იანვრიდან მას მხოლოდ მეოთხე რანგში გამოცხადებულ ღია კონკურსში შეუძლია მონაწილეობა.

„მეოთხე რანგში სპეციფიკური მოთხვნა არ არის. უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა და საშუალო განათლება ჰქონდეს მიღებული, ოყოს 18 წლის. თუ მას არ ჩაუბარებია ეროვნული გამოცდები, უნდა გაიაროს კონკურსი და საჯარო მოხელის სერტიფიკატი აიღოს. თუ უმაღლესი განათლება აქვს, მოხელის სერტიფიკატი აღარ მოეთხოვება. დავუშვათ, მოხელეს მეოთხედან მესამე პოზიციაზე სურს გადაინაცვლოს, ამისთვის მან საჯარო სამსახურში უნდა იმუშაოს გარკვეული დრო. საჯარო მოხელე მეოთხე პოზიციაზეც გამოსაცდელი ვადით ინიშნება. კვარტალში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხდება მისი შეფასება. თუ ორჯერ უარყოფით შეფასებას მიიღებს, საჯარო სამსახურიდან გაუშვებენ.“

როგორც რეგიონის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, თუ რეორგანიზაციის შედეგად საჯარო მოხელე გათავისუფლდება, მას უნდა მოეძებნოს სხვა სამსახური ან ორი წლის განმავლობაში რეზერვში ჩაირცხება.

„რეორგანზიაცია ითვალისწინებს საჯარო მოხელის გათავისუფლებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმუშევარი დატოვო. შეიქმნა რეზერვის სისტემა, მოხელე რომელიც გათავისუფლდება, მას საჯარო სამსახურის სივრცეში უნდა მოეძებნოს ალტერნეტიული სამსახური, შეიძლება ის რანგობრივადაც დაქვეითდეს. თუ ის იტყვის, რომ დაბალი რანგი არ უნდა, გადავა რეზერვში, რომელიც ორწლიანია. ნებისმიერ დროს, როდესაც გამოცხადდება დახურული კონკურსი, შეუძლია მასში მონაწილეობა მიიღოს. რეზერვში ყოფნისას ორი თვის განმავლობაში იღებს თანხას.“

ამასთან ერთად, როგორც ნინო ლოლაძე ამბობს, მას შეუძლია მუშაობა დაიწყოს კერძო სექტორში, თუმცა ორი წლის განმავლობაში საჯარო მოხელის სტატუსი მაინც უნარჩუნდება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავში, თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday inn გაიხსნა. მათი
ინფორმაციით, 85-ნომრიანი სასტუმრო თელავის ცენტრში მდებარეობს და
სტუმრების მიღება უკვე დაწყებულია.
თელავში, თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday inn გაიხსნა. მათი ინფორმაციით, 85-ნომრიანი სასტუმრო თელავის ცენტრში მდებარეობს და სტუმრების მიღება უკვე დაწყებულია.
10:38 / 10.07.2019
დაბა ჩაქვში, მრავალსულიან ოჯახში მცხოვრები ნინო ქათამაძე ამბობს,
რომ სასმელი წყლის 24-საათიან უწყვეტ მომარაგებასა და სისუფთავეს
მისთვის, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობისთვის, დიდი მნიშვნელობა
აქვს.
დაბა ჩაქვში, მრავალსულიან ოჯახში მცხოვრები ნინო ქათამაძე ამბობს, რომ სასმელი წყლის 24-საათიან უწყვეტ მომარაგებასა და სისუფთავეს მისთვის, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს.
17:32 / 19.06.2019
დღეს, თელავის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს.
შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტში შედგა.
დღეს, თელავის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
15:06 / 06.12.2018
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში
წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი,
ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა.
14:21 / 03.12.2018
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,, 2018 წლის
იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში
ექსპორტირებულია 60 მილიონამდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით
აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მილიონამდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
13:56 / 08.10.2018
სხვა ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს  აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.
13:15 / 23-08-2019
იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, უკვე ცნობილია.
18:50 / 22-08-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზა აშენდება. ამ დროისთვის უკვე შექმნილია მოდელი, შედგება პროექტი, დაფინანსების მოძიების შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.
11:57 / 20-08-2019
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.