ეკონომიკა
ახმეტის ბიუჯეტი 7 მილიონ 901 000 ლარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 901 000 ლარით განისაზღვრა. როგორც speqtri.ge-სთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მარინა მაისურაძემ აღნიშნა, პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურა და საბავშო ბაღების დაფინანსებაა.

-„ინფრასტრუქტურისთვის 1 მილიონ 535 000 ლარია გათვალისწინებული, რაც მოიცავს გზების, ხიდების, წყლის სისტემების რეაბილიტაციას, გარე განათებისთვის ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვას, დასუფთავების ღონისძებების დაფინანსებას. რაც შეეხება ბაღებს, ამ მიმართულებით სუბსიდია განისაზღვრა 1 მილიონ 420 000 ლარით. აქ თანხა გასულ წელთან შედარებით გაზრდილი არ არის, მაგრამ მორჩენილი ნაშთიდან დაფინანსება მნიშვნელოვნად უნდა მოემატოს კვებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობას.“

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / ბიუჯეტი /