ეკონომიკა
გამარჯვებაში ახალი საწარმო გაიხსნა
დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ,,ჯეო ნატურალსი,, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 380 660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კახეთის გუბერნატორის მოადგილემ დაათვალიერეს.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს დახმარებით ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 173 ახალი საწარმო დაფინანსდა,აქედან კახეთის რეგიონში 57 ახალი საწარმო შეიქმნა.

| Print |
FaceBook Twitter Google