ეკონომიკა
ღვინის სააგენტო - ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მილიონამდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
მათივე ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 142 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი - 32% (2 465 541) და დიდი ბრიტანეთი - 22% (67 310);

ექსპოტი გაიზარდა ევროპისა და ამერიკის მიმართულებითაც: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 69% (31 050), ნიდერლანდები - 47% (60 309), გერმანია - 22% (349 216), ლიეტუვა - 18% (331 620), ესტონეთი - 16% (420 704), კანადა -13% (119 418), საფრანგეთი - 11% (107 126), ლატვია - 9% (1 245 324) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი - 80% (120 294), ყირგიზეთი - 54% (179 610), ყაზახეთი - 30% (2 658 224), მონღოლეთი - 44% (162 390), უკრაინა - 27% (6 746 598), ბელარუსი 13% (1 188 822), რუსეთი - 11% (37 064 677) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულშია რუსეთი (37 064 677), უკრაინა (6 746 598), ჩინეთი (4 821 937), ყაზახეთი (2 658 224) და პოლონეთი (2 465 541).


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ექსპორტი / ღვინო /