ეკონომიკა
სოფელ თოხლიაურში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდება, რომელიც წლიურად 500 ტონა ყურძნის გადამუშავებას შეძლებს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოს ასაშენებლად არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 10 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

უწყების ცნობითვე, ბიზნესის მხარდასაჭერად და მეღვინეობის დარგის განსავითარებლად შპს "გუგვაინს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 46 781 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცა.

| Print |
FaceBook Twitter Google