ეკონომიკა
ტურიზმთან დაკავშირებულ კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გადაუვადდათ
ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებში და ისეთი კომპანებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიების, ასევე სხვა სფეროებში მთავრობა 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.


„ეს ნიშავს იმას, რომ შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (ეს თვეებია: მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნებს 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსურ რესურსს”, - განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, 4-დან 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის, 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო.

გიორგი გახარიას განმარტებით, ყველა ის ზომა, რასაც სახელმწიფო ატარებს, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს და მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები.


| Print |
FaceBook Twitter Google