ეკონომიკა
ეკონომიკის პირდაპირი დახმარების მიზნით, მთავრობამ 2 მილიარდი ლარი გამოყო
ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით სახელმწიფომ 2 მილიარდი ლარი გამოიყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეს მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ისე კომპანიების მიმდინარე წარმოებების შესანარჩუნებლად.

„ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჰქონდა წლის დასაწისში. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი ინფრასტრუქტული პროექტები, ისევე როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება გააგრძელონ მუშაობა სისტემურ წარმოებებს და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს. ამ მიმართულებით მოვახდინეთ ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარის მობილიზება და ეს არის მხოლოდ დასაწყისია,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მისივე თქმით, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის - კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
| Print |
FaceBook Twitter Google