საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ხვალიდან ეკონომიკური გახსნის
გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები
ხდება.
კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია:
- ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო
მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული
საქმიანობა;
- ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;
- ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი
გამონაკლისის გარეშე.
შეზღუდვების მოხსნა არ ეხება:
- სამშენებლო მასალის რეალიზაციას. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ
ონლაინ.
- ავტონაწილებით ვაჭრობას. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ
ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა
ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.
ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს:
- მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების
ტექმომსახურებასაც.
სავალდებულოა:
- ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ დაცული
იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და
ა.შ)
მასალის გამოყენების პირობები