ეკონომიკა
კახეთში ბევრმა კომპანიამ შეასრულა პროტოკოლით გათვალისწინებული პირობა - გუბერნატორი
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციების მეშვეობით კახეთის რეგიონში მიმდინარეობს სამშენებლო ინფრასტრუქტურაში ჩართული ყველა ობიექტის ინსპექტირება, რომლის საფუძველზეც მათ ეძლევათ სამუშაოების დაწყების ნებართვა, ამის შესახებ დღეს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„კახეთში ბევრმა კომპანიამ შეასრულა პირობა, რომელსაც პროტოკოლი ითვალისწინებს. ამ კომპანიებს უფლება აქვთ, როცა მზად იქნებიან, დაიწყონ ფუნქციონირება. მუნიციპალიტეტებიც მზად არიან, რომ თავის კონტრაქტორ კომპანიებთან ეს მუშაობა გააგრძელონ“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, სამშენებლო მასალების მწარმოებელი და რეალიზაციის სფეროში ჩართული კომპანიების მიმართ განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან შეზღუდვები მოიხსნა ზოგიერთი ტიპის ეკონომიკურ საქმიანობაზე.

კერძოდ, დასაშვებია:

  • ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;
  • ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

რაც შეეხება სამშენებლო მასალების რეალიზაციას, ამ მიმართულებით შესაძლებელია მხოლოდ ონლაინვაჭრობა.
| Print |
FaceBook Twitter Google