ეკონომიკა
წნორში კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა.  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში თვეში 80 ტონამდე შინაური ცხოველების და თევზების საკვების წარმოებაა შესაძლებელი.
პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  საწარმოში, ჯამში, 900 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 300,000 ლარი კი - ბენეფიციარის ინვესტიცია.

საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.

| Print |
FaceBook Twitter Google