ეკონომიკა
სამედიცინო ჟანგბადის მოთხოვნის 90 პროცენტს უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადი ფარავს- ნათია თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, პანდემიით გამოწვეული ჟანგბადის გაზრდილი მოთხოვნიდან 80-ზე მეტი ტონიდან დღეში პრაქტიკულად 90 პროცენტი უკვე ადგილობრივი წარმოების ჟანგბადით იფარება.

„პანდემიის პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ პირბადეების წარმოება. იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში პირბადეების მწვავე დეფიციტი იყო, ჩვენ დავეხმარეთ საწარმოებს, აეწყოთ ადგილობრივი წარმოება და მოსახლეობას პირბადეების დეფიციტი ავარიდეთ. ასევე ბიზნესი სწრაფად გადაეწყო და დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების, სამედიცინო კომბინიზონებისა თუ სამედიცინო სექტორისთვის საჭირო სხვა სახარჯი მასალების წარმოება. სამედიცინო სექტორს ახლა უკვე ადგილობრივად წარმოებული ჟანგბადით ვამარაგებთ. ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია - ორი დანადგარი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, დეკემბერში კი საქართველოში დამატებით 6 დანადგარი შემოვა.“-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის დახმარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ. ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.

| Print |
FaceBook Twitter Google