ეკონომიკა
გურჯაანში ტურიზმის განვითარების კუთხით 7 მილიონი ლარი დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ტურიზმის განვითარების მიზნით 7 მილიონი დაიხარჯოს. მერიამ შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე მოამზადა და საკრებულოს წარუდგინა. დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირეს.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თამარ ფურცელაძის განმარტებით პროექტი რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვების შემთხვევაში კი გურჯაანში მისი განხორციელება დაიწყება.

„ საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გურჯაანის მუნიციპალიტეტიც მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ღვინის მუზეუმის, ძიუდოს სკოლის მშენებლობა, ასევე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია, სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, „კემპინგ სპოთის“ და სამთო ველოსიპედის ბილიკის მოწყობა ზიარ-ფხოველიდან ყველაწმინდის ეკლესიამდე და ჭერემში ძველი ტურისტული ლოკაციების გაცოცხლების და ახალი მარშრუტების გაჩენის მიზნით. “

მისივე თქმით, პროექტების წარდგენის საბოლოო ვადა 6 ივლისია. 

| Print |
FaceBook Twitter Google