30-31 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ გარე სივრცესა და #3 პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა WinExpo მოეწყობა.
ღონისძიება 11:00-18:00 საათამდე გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 160-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის: ახალი მეღვინეობები, მცირე და საშუალო ზომის მარნები, მსხვილი მწარმოებლები, საოჯახო მარნები, ტექნოლოგიები და შესაფუთი მასალები.
მასალის გამოყენების პირობები