ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის „ვითიბი ბანკი“ ფინანსური რესურსით უზრუნველყოს
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით „ვითიბი ბანკი“ გადახდისუნარიანია და დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის.

„ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის „ვითიბი ბანკის“ ჯგუფს და მის წევრ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქციები დაუწესა.

ეს, აქამდე დაწესებულ სანქციებთან ერთად, გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, „პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა“.

შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს“,-ვკითხულობთ განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google