ეკონომიკა
სანტე რძის პროდუქტების რუსულ ბაზარზე ექსპორტს არ აპირებს
სანტე ჯი-ემ-თი რძის პროდუქტების რუსულ ბაზარზე შეტანასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ვეხმაურებით აქტუალურ თემას, რომელიც ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხება.
,,სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არის უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი ქართული კომპანია, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია. “ - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში.
„პარალელურად კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას გეგმავს და აქტიურად ემზადება, იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში, ჩაანაცვლოს საქართველოში წარმოებული პროდუქტით.“
ცნობისთვის, რუსულმა მედიამ სახელმწიფო სტრუქტურებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ქართული რძის საწარმოებს პროდუქტის ექსპორტზე გატანას სთავაზობს.

ამ საკითხზე მოლპარაკებები ნამდვილად რომ მიმდინარეობდა, "სურსათის ეროვნულ სააგენტოში" დაადასტურეს. უწყების ინფორმციით, საქართველო ამ საკითხზე რუსეთთან 2020 წლიდან მუშაობს.

მეყველეთა ასოციაციის წევრები და მკვლევარები ამბობენ, რომ ქართულ ყველს რუსულ ბაზარზე არ გაიტანენ.

| Print |
FaceBook Twitter Google