ეკონომიკა
რუსეთის უდიდესი აეროპორტი დაწესებული სანქციების გამო თანამშრომლებს ითხოვს
რუსეთის უდიდესი აეროპორტი, მოსკოვში არსებული „შერემეტიევო“ დაწესებული სანქციების გამო პერსონალს სამსახურიდან ითხოვს. ამის მთავარი მიზეზია, სანქციების გამო საჰაერო გადაზიდვების შემცირება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით „ავიატორშინას“ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ აეროპორტის გენერალური დირექტორის, მიხაილ ვასილენკოს წერილში ვკითხულობთ.

ამ ეტაპზე საუბარია პერსონალის 40%-ის სამსახურიდან დროებით დათხოვნაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ აეროპორტში დასაქმებული 18 000 თანამშრომლიდან 6-7 ათასს დაითხოვენ.
| Print |
FaceBook Twitter Google