ეკონომიკა
რა პროდუქტებზე მოიმატა ფასმა მარტის თვეში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით 2022 წლის მარტში წინა თვეებთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა.

როგორც საქსტატში განმარტავენ, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის, რომლის ფასებიც გაიზარდა 8.9 პროცენტით, ასევე სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: სადაც ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით.


 

 

ფასები მომატებულია სურსათი და უალკოჰოლო სასმელების შემდეგ ქვეჯგუფებზე:

 

  1. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული—გაძვირდა 6.6%-ით;
  2. ხილი და ყურძენი—გაძვირდა5.0%-ით;
  3. ყავა, ჩაი და კაკაო—გაძვირდა4.3%-ით;
  4. ზეთი და ცხიმი—გაძვირდა3.4%-ით;
  5. პური და პურპროდუქტები—გაძვირდა 3.1%-ით;
  6. უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები—გაძვირდა2.1%-ით;
  7. ხორცი და ხორცის პროდუქტები—გაძვირდა1.7%-ით;
  8. რძე, ყველი და კვერცხი—გაძვირდა1.4%-ით.

 

 

ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.0 პროცენტი).

 

ცნობისთვის, მაღალი ინფლაციის ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-დან 11%-მდე გაზარდა, რის შედეგადადაც 192 000-მდე მსესხებელს  სესხის პროცენტი გაუძვირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google