ეკონომიკა
„ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო - ირაკლი ღარიბაშვილი
სახელმწიფო „ბორჯომის“ აქციონერი და თანამფლობელი ხდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ „ბორჯომთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დაასრულა .

„ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს, „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული სირთულეები, მათ შორის კომპანიაში დასაქმებულების პროტესტი.

„დღეს დილით მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით საქმეში უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია. მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
Vietnam football livexoilacwatch anytime
| Print |
FaceBook Twitter Google