ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9624 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9624 ლარი გახდა. რუბლი კი კვლავ მყარდება. დღევანდელი მონაცემებით, 100 რუსული რუბლი 4.7773 ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9624 ლარია.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9707 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1772 ლარია. მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.1890 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0118 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.
| Print |
FaceBook Twitter Google