ეკონომიკა
საიდან შემოდის საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა რეკორდულად მზარდია.

აღსანიშნავია, რომ მაისის თვეში საქართველოში რეკორდული მოცულობის - 505.7 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 169%-ით მეტია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჩანს, რომ საქართველოს ამ მასშტაბის ფულადი გზავნილები არცერთი წლის არცერთ თვეში არ მიუღია. 



გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც 313.9 მლნ აშშ დოლარი ოდენობის თანხაა გადმორიცხული. 

ჯამში რუსული გზავნილების მოცულობა წინა წლის მაისის თვესთან შედარებით, თითქმის 900 %-თაა გაზრდილი.




რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს იტალია - 36.8 მლნ აშშ დოლარით, მესამე ადგილს კი - აშშ - 27.8 მლნ დოლარით.


| Print |
FaceBook Twitter Google