ეკონომიკა
200 ათას ლარამდე სავალუტო სესხის აღება უკვე შესაძლებელია
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც განსაზღვრავს 200 000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემის წესს.

მუხლი 1​1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები.
მუხლი 1​2
კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში,” - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის,  არჩილ მესტვირიშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

აღსანიშნავია, რომ ახალი წესით არ არის განსაზღვრული ამ სესხების ქვედა ზღვარი. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ბრძანება 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. 

ცნობისთვის, საქართველოში 200 ათას ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების გაცემა 2019 წლის 1 იანვრიდან  აიკრძალა, რაც სამოქალაქო კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა.
| Print |
FaceBook Twitter Google