ეკონომიკა
თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების (საექსპორტო ქვეყნების) ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: ჩინეთი (400 012.2 ათასი აშშ. დოლარი); აზერბაიჯანი (287 020.8 ათასი აშშ. დოლარი); რუსეთი (256 482.7 ათასი აშშ. დოლარი); თურქეთი ( 254 066.7 ათასი აშშ. დოლარი); ბულგარეთი ( 225 977.0 ათასი აშშ დოლარი); სომხეთი (198 312.3 ათასი აშშ. დოლარი); აშშ ( 146 079.7 ათასი აშშ. დოლარი); უკრაინა (146 079.7 ათასი აშშ. დოლარი); პერუ( 86 798.4 ათასი აშშ. დოლარი) და ყაზახეთი (79 208.4 ათასი აშშ. დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, ათეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: თურქეთი ( 1 039 916.9 ათასი აშშ. დოლარი); რუსეთი (705 732.4 ათასი აშშ. დოლარი); ჩინეთი (522 493.3 ათასი აშშ. დოლარი); აშშ (380 418.2 აშშ. დოლარი); აზერბაიჯანი (345 170.9 ათასი აშშ. დოლარი); სომხეთი (279 693.9 ათასი აშშ. დოლარი); გერმანია (267 991.5 ათასი აშშ. დოლარი); რუმინეთი (137 526.2 ათასი აშშ. დოლარი); უკრაინა ( 125 673.5 ათასი აშშ. დოლარი) და იტალია (122 385.1 ათასი აშშ. დოლარი).

2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქათველოდან თურქეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია გადის. ელექტროენერგიას მოყვება შემდეგი სასაქონლო ჯგუფები: ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები, ტანსაცმელი და სხვა.

თურქეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ავტომობილები შემოდის. ავტომობილების გარდა საქართველოში იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფებიდან უდიდესია: დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგები, შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები, შავი ლითონების მილები.

საქართველოდან რუსულ ბაზარზე ძირითადად გადის შემდეგი პროდუქცია: ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, მსუბუქი ავტომობილები და სპირტიანი სასმელები.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  2.8%-ით შემცირდა.


რუსეთიდან საქართველოში შემოსული სასაქონლო ჯგუფებიდან უდიდესია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, კოქსის, ხორბლის, ფქვილსა და მარგარინის წილი.

რაც შეეხება ჩინეთს, ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფებიდან აღსანიშნავია, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ძვირფასი ლითონები, სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყოები, ღვინო და ალუმინი.
ჩინეთიდან საქართველოში შემოდის პოლიაცეტალები, პოლიეთერები, ფისები, რეზინის ნაწარმი, მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისთვის, გამომთვლელი მანაქანები და მათი ბლოკები და სხვა პროდუქცია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.