ეკონომიკა
სტამბოლში ხელი მოეწერება საზღვაო გზით უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის განახლების შეთანხმებას
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერება საზღვაო გზით უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის განახლების შეთანხმებას.
ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

ხელისმოწერა თურქეთის დროით 16:30 საათი, სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში შედგება.

ცნობისთვის, როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა ხორბლის გლობალური მიმწოდებლები არიან, მაგრამ მოსკოვის შეჭრამ მისი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფასების ზრდა და საერთაშორისო სასურსათო კრიზისი გამოიწვია. კიევიდან ექსპორტი შეჩერებულია, ათობით ხომალდი და დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული ოდესის პორტშია ჩარჩენილი.

| Print |
FaceBook Twitter Google