ეკონომიკა
SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლიდან SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ დირექტორს ბენ მაკ უილიამსს შეხვდა.

დავითაშვილის განმარტებით, Starlink-ის საქართველოში შემოსვლით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით.

„ჩვენი ქვეყნის რთული გეოგრაფიიდან გამომდინარე, მაღალი ხარისხის ინტერნეტი ხელმისაწვდომი ყველა მხარეში არ არის, თუმცა 2023 წლიდან საქართველოში ოპერირებას იწყებს SpaceX-ის პროექტი Starlink-ი, რაც შესაძლებელს გახდის მაღალი ხარისხის სწრაფი ინტერნეტი ყველა მხარეში იყოს ხელმისაწვდომი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის, მათ შორის ტურიზმის წასახალისებლად. ფაქტობრივად, ქვეყანაში არ დარჩება ადგილი, სადაც მაღალი ხარისხის ინტერნეტი არ იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





| Print |
FaceBook Twitter Google