ეკონომიკა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი კახეთს ესტუმრა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.

„აბდულა შაჰიდს თამარ ყორიაულმა საქართველოს ტურისტული მიმართულება, კახეთის ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის აღდგენის კუთხით შესრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
აბდულა შაჰიდი საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფება.“ - აღნიშნავენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის შეხვედრა კახეთში, წინანდალში გაიმართა.






| Print |
FaceBook Twitter Google