ეკონომიკა
ზეთის ფასი შემცირდა და შესაძლოა კიდევ უფრო გაიაფდეს - ლევან სილაგაძე
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ზეთის ფასი საკმაოდ შემცირდა, არის წინაპირობა, რომ უფრო გაიაფდეს.
„ზეთი საკმაოდ გაიაფდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დიდი მოსავალია, მათ შორის, რუსეთში. მცურავი ბაჟი იყო შემოღებული, როგორც ხორბალსა და სხვა კულტურებზე, ახლა კი მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, მცურავი ბაჟი ზეთზე გაანულონ. შედეგად, კიდევ უფრო აქტიურად გაიაფდება ზეთი, ამის წინაპირობები არის“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფასის შემცირებას მათ შორის განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ზეთზე მცურავი ბაჟი შესაძლოა განულდეს.






| Print |
FaceBook Twitter Google