ეკონომიკა
ცაცია ოსტატი - დედოფლისწყაროში ხის სათამაშოების საწარმო ამოქმედდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო „ცაცია ოსტატი“ ამოქმედდა, რომლის მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 100,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 79,000 ლარია.

„სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა არის საშუალება, რომ სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობას დავეხმაროთ, შექმნან დოვლათი და ეკონომიკურად გაძლიერდნენ“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირეტორის მოდგილემ, ნატალია ხარატიშვილმა.


საწარმოში „ცაცია ოსტატი“, 5 ადგილობრივია დასაქმებული, რომელიც ყოველდღიურად 20,000 ცალ სათამაშოს ამზადებს. აღნიშნული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება; უახლოეს მომავალში იგეგმება პროდუქციის ექსპორტიც.

გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ გიორგი ციმინტიას განცხადებით, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.
„სოფლის განვითარების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტომ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში განახორციელა.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება.







| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ცაცია ოსტატი /