ინფრასტრუქტურა
ჩალაუბანში გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულებს ხელფასი არ აუღიათ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებს ხელფასი ამ დრომდე არ აუღიათ. სამუშაოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და მას კომპანია „სერპანტინი" ასრულებს.

როგორც speqtri.ge-ს კომპანიის დირექტორმა ზურა ფეიქრიშვილმა განუცხადა, სამუშაოები უამინდობის გამო გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერდა და ხელფასი დროულად ამის გამო ვერ გაისტუმრეს.

- "სამუშაოები უკვე განახლდა, პროექტი ალბათ მარტის ბოლომდე დასრულდება. სახლების შესასვლელებთან დამატებითი მილები ჩალაგდა, რათა ნიაღვარგამშვები არხები მოეწყოს. ამასთან დაკავშირებით პროექტში ცვლილებები შევიდა. 25 თებერვლის შემდეგ გზის დაჩენილ მონაკვეთზე  ასფალტის დაგებას დავიწყებთ. პროექტი ოთხთთვიანია  და არა მგონია ვადებთან მიმართებაში პრობლემა შეგვექმნას. ამ თვის ბოლოს თანხა ჩაირიცხება და დასაქმებულების ხელფასსაც გავისტუმრებთ."- აღნიშნა მან.

პროექტის ღირებულება 950 000 ლარია და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
| Print |
FaceBook Twitter Google