ინფრასტრუქტურა
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა
მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო- მომარაგების ქსელის მოწყობას. ამასთან ერთად გაკეთდება ვიზიტორთა ცენტრი და ავტოსადგომი.

გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სამუშაოების ღირებულება - 1 მლნ ლარია , პროექტის ფარგლებში 30-მდე ადამიანია დასაქმებული.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დავით გარეჯი /