ინფრასტრუქტურა
სოფელ ვარდისუბანში 2 435 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სკოლიდან ე.წ "მერე"-ს უბნამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
"დაიწყო 2 435 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა, ცხაურების მოწყობა,ორმოულების შეკეთება და არსებული მილბოგირის გასუფთავება,ამოცვლა. გარდა ამისა, მარგალიტაშვილების უბანში მიმდინარეობს წყლის ქსელების შეცვლა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ამ პროექტით 15 ოჯახი ისარგებლებს"- აღნიშნა ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ლევან თუშიშვილმა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 329285 ლარია გამოყოფილი, რომელსაც შ.პ.ს გზამშენი ახორციელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google