ინფრასტრუქტურა
ნონეშვილის გამზირზე პარკირების მოწყობა რამდენიმე დღეში დაიწყება
გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის დემონტაჟი დასრულდა, თუმცა საგზაო მონიშვნები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

„ტენდერში გამარჯვებულ კომპანია - შპს „გზაჯვარედინთან“ ხელშეკრულება სამ ან ექვს ივნისს გაფორმდება და ამის შემდეგ დაიწყება პარკირების მოწყობა და სხვა საგზაო მონიშვნები,“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის დემონტაჟი აპრილის თვეში დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google