ინფრასტრუქტურა
გურჯაანში 6 სკვერი მოეწყობა
გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა განმარტა, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან განისაზღვრა.
„გამოყოფილია სამოცდაოთხი ათასი ლარი, რომლის ფარგლებშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ექვსი სკვერი მოეწყობა. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იგეგმება, სკამების განთავსება, განათებისა და გაზონების მოწყობა, ასევე დაიგება ფილაქანი. სანაპიროს ქუჩაზე ამის გარდა, კიდევ ერთი სკვერი გაკეთდება.“

ზვიად ბიაშვილის თქმით, სკვერის მოწყობა დაგეგმილია რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზეც, ასევე გათვალისწინებულია „პაპას ბაღისა“ და „ბებოს ბაღის“ რეაბილიტაცია.
| Print |
FaceBook Twitter Google