ინფრასტრუქტურა
სოფელ ჯუგაანში საბავშვო ბაღი შენდება
2016 წლის სექტემბერში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება რამდენიმე წლის განმავლობაში არასტანდარტულ, კერძო სახლში ფუნქციონირებდა.
ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, შენობა ევროსტანდარტებს დააკმაყოფილებს.

მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მასზე 340 000 ლარი დაიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google