ინფრასტრუქტურა
სოფელ მატანში სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალის ტერიტორიაზე მატანის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეიცვლება სათავე ნაგებობის სისტემა და ტერიტორია სრულად შემოიღობება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ მატანში მცხოვრებ 700-მდე ოჯახს  სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება.

სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა და გამგებლის მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა დაატალიერეს. გამგებელმა პანკისის ხეობაში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებიც მოინახულა. პანკისის ხეობის სოფლებში გაზიფიცირების პროცესი აგვისტოს ბოლომდე დასრულდება, ბუნებრივი აირი კი 2016 წლის ბოლომდე ყველა ოჯახში შევა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მატანი /