ინფრასტრუქტურა
ახმეტაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახმეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოხდება არსებული რეზერვუარის, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია. ასევე, ახალი საქლორატორო სადგურის მშენებლობა.

ამორტიზირებული ქსელის გამო ახმეტის მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, 7000-მდე ადგილობრივი მცხოვრები 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სამშენებლო სამუშაოებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროკავშირმა 8 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google