ინფრასტრუქტურა
ველისციხეში ბაზართან მისასვლელი გზა მოასფალტდება
სოფელ ველისციხეში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ცენტრალური ავტომაგისტრალიდან ე.წ. სკოლის უბნისა და აგრარულ ბაზართან დამაკავშირებელი 780 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება უკვე დაიწყო.
სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს "გზამშენი 2005" ახორციელებს, 5 სექტემბრამდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 233 154 ლარია.
„ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ეს არის ველისციხის ბაზართან მისასვლელი გზა და არა მარტო ადგილობრივები, არამედ სხვა სოფლის მოსახლეობაც ისარგებლებს,“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად სოფელ დარჩეთში მისასვლელი გზის მოხრეშვითი სამუშაოებიც მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში მოასფალტება დაიწყება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / ველისციხე /