ინფრასტრუქტურა
გურჯაანში ნაგვის ურნები განაახლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ნაგვის ურნებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარი გამოყო.

,,მოგეხსენებათ, გურჯაანში ნაგვის ურნების კონსტრუქციები დაზიანებული და ზოგიერთი ყოვლად გამოუსადეგარი იყო. ჩვენ შევიძინეთ მეორადი ვედროები, შევარემონტეთ ურნის გარეთა კარკასი და შევღებეთ. სულ 100 სანაგვე ურნა განახლდა: ნონეშვილის, წმინდა ნინოს, სანაპიროს და თავისუფლების ქუჩებზე. მთლიანად რაიონში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ამოცვლა, თუმცა ვაპირებთ პაპას ბაღის ტერიტორიასა და დიდების მემორიალზეც შევაკეთოთ დაზიანებული კონსტრუქციები," - აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსმა - თეიმურაზ ბაჩუკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, ქალაქ გურჯაანში 170 ცალი ნაგვის ურნა 2014 წლის ივნისის თვეში დაიდგა. თავის დროზე ურნებისთვის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გაიხარჯა.

| Print |
FaceBook Twitter Google