ინფრასტრუქტურა
ძველსა და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ეწყობა: საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშო და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ძველ შუამთასა და ახალ შუამთაში მოეწყო საერთო ჭაბურღილი. უკვე დასრულებულია 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შუამთა /