ინფრასტრუქტურა
იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ეწყობა: საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშო და ობიექტებამდე მისასვლელი გზა, ავტოსადგომები.

პარალელურად სამუშაოები, ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთან მიმდინარეობს და სამუშაოების საერთო ღირებულება 2 182 000 ლარია. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ეკლესია / იყალთო /