ინფრასტრუქტურა
სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიარამდე დამაკავშირებელ გზაზე ორმოულ შეკეთებას შპს „გზა„ ახორციელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზვიად ბიაშვილის თქმით, გზის შეკეთება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„ამჟამად, სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, კეთდება ორმოული შეკეთება. მომავალში ამ გზას სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ღირებულებაა 29 455 ლარი. „-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, სამუშაოები 12 სექტემბერს დაიწყო და 13 ოქტომბრამდე დამთავრდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ზიარის გზა /