ინფრასტრუქტურა
ყვარელში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ყვარელში ახალი საბავშო ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 75 აღსაზრდელზეა გათვლილი.
მოეწყო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და გასართობი ატრაქციონები. მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 364 715 ლარი დაფინანსდა,

ამ დრომდე, საბავშვო ბაღი "გვირილა" კერძო პირის საკუთრებაში არსებულ, უკვე ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებდა და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

მიწის ნაკვეთი, სადაც საბავშო ბაღის ახალი შენობა განთავსდა, ყვარელში მცხოვრებმა თამარ ნაზრიშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ გადასცა.

| Print |
FaceBook Twitter Google