ინფრასტრუქტურა
სოფელ შიბლიანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 2741 მეტრი სიგრძის გზა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის სოფ.შიბლიანის ცენტრალური გზის კეთილმოწყობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 221 217 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები შპს "სამშენებლო კომპანია მაგისტრალმა“ შეასრულა.

| Print |
FaceBook Twitter Google