ინფრასტრუქტურა
სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღი შენდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღი შენდება. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი გოგილაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა დაათვალიერეს.
მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რისთვისაც სულ 367 500 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს შ.პ.ს. "მამკო“ ასრულებს. საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი.
| Print |
FaceBook Twitter Google