ინფრასტრუქტურა
სოფელ თამარიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მარტის ბოლოს დასრულდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან  367 367 ლარი გამოიყო.
რეაბილიტაციას შპს „ინტერ +“ ახორციელებს.

პროექტის მიხედვით შენობას ეცვლება სახურავი, ჯგუფებში ტარდება შიდა კოსმეტიკური სამუშაოები, მონტაჟდება ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები, ასევე კეთილმოეწყობა ეზო.


| Print |
FaceBook Twitter Google