ინფრასტრუქტურა
ბაკურციხეში, სამადაანთ უბანში,გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, სამადაანთ უბანში 600 მეტრის სიგრძის შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა დაათვალიერეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით,  კაპიტალურად მოეწყობა სანიაღვრე არხებიც. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებისთვის სულ 200 000 თასი ლარი დაიხარჯება.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაკურციხე / გზა /