ინფრასტრუქტურა
სიღნაღის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია ოთხ თვეში დასრულდება
სიღნაღში დენდროლოგიურ პარკთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
-"ამ ტერიტორიაზე ადრე სასეირნო ბილიკები ყოფილა, მაგრამ  წლების განმავლობაში ეკალ-ბარდით იყო დაფარული.  მოეწყობა ისეთი სივრცე, სადაც ადგილობრივებსა და ტურისტებს დასვენება შეეძლებათ. გაიწმინდება საფეხმავლო გზა, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, დამონტაჟდება გარე განათების თანამდეროვე სისტემა, პარკში განთავსდება სკამები. დაგეგმილია ფიტნეს სივრცის მოწყობაც.  პროექტი ოთხ თვეში უნდა დასრულდეს."- აღნიშნა speqtri.ge-სთან სიღნაღის მერის პირველმა მოადგილე მადონა ბატიაშვილმა. 

აღნიშნული სამუშაოებისთვის 257 844 ლარი დაიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პარკი / სიღნაღი /