ინფრასტრუქტურა
ჩუმლაყში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფოინდიდან 365 968 ლარით დაფინანსდა.
-“გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 22 ივნისს გაფორმდა. სამუშაოები 23 სექტემბერს უნდა დამთავრდეს. სოფლისთვის ეს გზა მეტად მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ის მთლიანად ამორტიზებული იყო. მთლიანობაში, ასფალტის საფარი1003 მეტრ ფართობზე დაიგება“ -აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google